მიხეილ ყაველაშვილი: უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები

მიხეილ ყაველაშვილი: უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები
20:25, 22 Апр.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ვიზიტი შეაჯამა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული რეგიონული ეკოლოგიური სამიტი, სადაც ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვით საკითხებს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

„სამიტი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ჩემს სიტყვაშიც გადავუხადე მადლობა ყაზახეთის მთავრობას და მის პრეზიდენტს, რომელმაც უზრუნველყო გაერო-სთან ერთად ასეთი მაღალი დონის სამიტის ორგანიზება.

გარემოს დაცვითი მიმართულებით ნამდვილად არსებობს გამოწვევები, არა მარტო სახელმწიფოებისთვის, არამედ საზოგადოებებისა და მოქალაქეებისთვის.ძალიან საინტერესო თემებს შევეხეთ ყველა.

წარმოდგენილი იყვნენ შუა აზიის ქვეყნების პირველი პირები და კავკასიის ქვეყნების, სამხრეთ კავკასიის პირველი პირები. სამიტი ორი დღე გაგრძელდება. ბრძანდებოდნენ ჩვენი მინისტრებიც, ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ გააგრძელებენ ამ პროცესში მონაწილეობას.

ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს, ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენს გარემოს. სამიტამდე დავათვალიერეთ პავილიონი, სადაც შუა აზიის ქვეყნები იყვნენ წარმოდგენილი ახალი პროექტებით, რომლებიც ასევე ძალიან საინტერესოა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობდა ასეთი მაღალი დონის სამიტში და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.

ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით. ჩემს სიტყვაშიც განვაცხადე, რომ ამ პროცესშიც ჩართული ვართ. ამ ყველაფერს თან სდევს ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა და სტაბილური მდგომარეობა, პარალელურ რეჟიმში ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ყველა ერთად აღნიშნავს, რადგან ეს პროცესი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ინკლუზიურია და ყველა ჩართულია ამ პროცესში.

საომარი ვითარებებია გარშემო, დაძაბულობაა და ასეთი გამოწვევების ფონზე, თითქოს რატომ უნდა გვაწუხებდეს ეკოლოგია, მაგრამ ეს ყველაფერი კავშირშია ჩვენს სამყაროსთან, ადამიანებთან, სახელმწიფოებთან, რასაც ძალიან გაგებით ეკიდებიან.

ჩვენ ლიდერებთან შემდეგ ცალკეც გვქონდა ამ თემებზე საუბარი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შუა აზიის ქვეყნებთან თითქმის ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გარდა ეკოლოგიისა, იცით, რომ შუა დერეფნის თემა ძალიან მიმზიდველია, მით უმეტეს, კიდევ უფრო მეტად იძენს თავის ფუნქციას.

ყველამ იცის, რომ საქართველოს გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია და ამაში ყველა ერთხმად ვთანხმდებით.

ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს.

„ბოლოს მქონდა უკვე ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ტრადიციული მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს სხვადასხვა სფეროში სავაჭრო, ეკონომიკის კუთხით, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის შექმნას, უფრო სწორად, ხელმოწერას.

ამაზე ჩვენ შევთანხმდით და უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული პროცესები“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

Сообщение მიხეილ ყაველაშვილი: უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები появились сначала на წაიკითხეთ საქართველოს ახალი ამბები,რუსეთი ონლაინ! - GE.

News-Front.

info.

Рубрика: Финансы и рынки. Читать весь текст на ge.news-front.su.

 

“VB Team Academy: Қазақстан волейболындағы жаңа деңгей” Қазақстанның спорт әлемінде небәрі бір жылға жетпейтін уақыт ішінде нағыз сенсация жасаған жоба пайда болды. 2025 жылдың мамыр айында іргетасы қаланғ...

Жеңіліс арқылы жеткен жеңіс: Елдос Сметов феномені Елдос Сметов — Қазақстанның ең танымал дзюдошыларының бірі, ел намысын әлемдік аренада абыроймен қорғап жүрген Олимпиада чемпионы. Ол 1992 жылы 9 қыр...

Bakı 2028-ci ilə qədər UFC turnirinə ev sahibliyi edəcək UFC Gənclər və İdman Nazirliyi və Bakı Şəhər Halqası Əməliyyat Şirkəti ilə çoxillik əməkdaşlıq müqaviləsi imzalayıb. BŞH-dən Musteqil.az-a bildirilib...

Təbiətə müharibə: Kəndi xilas etmək üçün vulkanı bombaladılar Təbiət tarixində ən fövqəladə mübarizələrdən biri kimi qeydə alınan 1935-ci il Mauna Loa püskürməsi insan ixtiraçılığını yer qabığının dağıdıcı gücün...

Arıqlama zamanı zərərli ola biləcək 7 sağlam məhsul Bəzi sağlam hesab edilən məhsullar yüksək kalorili olduqları və tez-tez həddindən artıq istehlak edildiyi üçün arıqlama prosesinə mane ola bilər. Bu ...

Azərbaycanda yeni kredit modeli yaradıla bilər – Bundan sonra banklarla yanaşı həm də… Qlobal maliyyə bazarlarında sürətlə böyüyən özəl kredit modeli ənənəvi bank kreditlərinə alternativ kimi getdikcə daha çox diqqət çəkir. Bank vasitəç...

Əhali Bakıdan KÖÇÜRÜLƏCƏK? – 200-300 km uzağa… Böyük şəhərlərdən, xüsusilə Bakıdan kəndlərə kütləvi qayıdış ehtimalı yenidən gündəmə gəlib. Bildirilir ki, bahalaşma, nəqliyyat sıxlığı, psixoloji g...

«Қазақфильм» атауының тарихы: ұлттық бренд қалай қалыптасты? Бүгінде отандық киноөндірістің қарашаңырағы саналатын Шәкен Айманов атындағы «Қазақфильм» ұлттық киностудиясы тек шығармашылық орталық қана емес, ұлт...